მოიმატა რინოვირუსმა, ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს - ივანე ჩხაიძე
მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია. გრიპთან შედარებით, რინოვირუსს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს" - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.
ავტორი: