|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

11 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე დაიკლებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა