|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოძრაობის "შინ ევროპაში" ქუთაისში შეხვედრას 1-ელ ივლისს გამართავს

მოძრაობის "შინ ევროპაში" წევრები დღეიდან რეგიონებში გასვლას იწყებენ. 

მოძრაობის წევრების განცხადებით, ქუთაისში შეხვედრა 1 ივლისს გაიმართება. 

"3 ივლისს პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები რეგიონებიდანაც, ამიტომ ჩვენ 3 ივლისამდე ვატარებთ კომპანიას რეგიონებში. შეხვედრები გაიმართება რეგიონების ცენტრალურ ქალაქებსა და მიმდებარე სოფლებში. ქუთაისში შეხვედრა  1 ივლისს გაიმართება", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

საერთო სახალხო მოძრაობა დედაქალაქში 3 ივლისს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს. მოძრაობის მოთხოვნა ქვეყნის პრემიერის და მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებაა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს და ქვეყანას ახალი არჩევნებისთვის მოამზადებს. 

 

 . 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა