მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონში რამდენიმე ქუჩას მოაწყობს
ზესტაფონში ცენტრალური ქუჩის გარდა რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის ცენტრალური ქუჩისა და კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩების რეაბილიტაციისას გეგმავს.
ფონდმა სამუშაოების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა.
სატენდერო შესყიდვის SPA190001959 სავარაუდო ღირებულება 71 000 ლარია.
წინადადებების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 16 აპრილს დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:39
12:35
14:08
















