|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“ - გივი მიქანაძე გაყალბებულ ბანერებზე

„მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“ -  გივი მიქანაძე ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე საუბრობს

„ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე წინასაარჩევნო დარღვევების კონტექსტში ნეგატიური საარჩევნო კამპანიაზე საუბრობს. 

 „ნეგატიური კამპანიის კუთხით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტები: 26 სექტემბერს Facebook-ზე გავრცელდა „ქართული ოცნების“ ბანერის გაყალბებული სურათი, რომლითაც „ქართული ოცნების“ დევიზი „აირჩიე მშვიდობა“ გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა გაყალბებული ვიდეო მონტაჟი, რომლითაც თითქოს ქუთაისში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე მითითებულია ყალბი დევიზი: „მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“.

3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია „მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ““, - გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე ბრიფინგზე ისაუბრა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა