მყესები დაჭიმულობა და რეაბილიტაცია
მყესი ბოჭკოვანი ქსოვილია, რომელიც კუნთებსა და ძვლებს აკავშირებს ერთმანეთთან, მას სახსრის მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. მყესის დაჭიმულობა განსხვავდება ხარისხის მიხდევით.
დაჭიმულობის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია :
- სახსრის არადოზირებული დატვირთვა
- ხშირი განმეორებითი მოძრაობები
- უეცარი ძალის ზემოქმედება (დაცემა, შეჯახება)
- ტრავმა
- ასაკი : ასაკის მატებასთან ერთად, მყესის მოქნილობა მცირდება და მეტად მიდრეკილია ტრავმისკენ.
- სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობები, როგორიცაა: ართრიტი, პოდაგრა, დიაბეტი. და სხვა
მყესების დაჭიმულობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია :
- ტკივილი მყესის დაჭიმულობის ტიპური სიმპტომია. ინტენსივობა შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმემდე და ხშირად ლოკალიზებულია დაზიანებულ ადგილზე. ტკივილი შეიძლება დაიწყოს მყისიერად ან პროგრესირებდეს ნელ-ნელა .
- ანთება და შეშუპება ორგანიზმის პასუხია დაზიანებაზე. დაზიანების ადგილას შესაძლებელია ადგილობრივად ტემპერატურის მატებაც.
- დაზიანებული მყესის მიმდებარედ შესაძლოა მგრძნობელობის ცვლილება
- მყესების დაზიანებისას იზღუდება სასხრის მოძრაობის დიაპაზონი.
- შესაძლოა გამოვლენდეს კუნთების სისუსტე.
- ზოგ შემთხვევაში დაზიანებული ადგილის გარშემო შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევა.
რეაბილიტაციის როლი პრობლემის მოგვარებაში
რეაბილიტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს მყესის დაჭიმულობის დროს. რეაბილიტაციის მიზანია ფუნქციური აღდგენის ხელშეწყობა და შემდგომი დაზიანებების თავიდან აცილება. “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში შეძლებთ სათანადო მკურნალობის ჩატარებას მყესის დაჭიმვის ხარისხის და ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით. მყესის დაჭიმულობისას რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტებია:
- მნიშვნელოვანია დასვენება
- RICE თერაპია ეხმარება პაციენტს ტკივილის მართვაში და დაზიანების საწყის ეტაპზე ანთების შემცირებაში.
- ტკივილის შესამცირებლად შესაძლოა გამოვიყენით სხვადასხვა თერაპია მაგალითად : ულტრაბგერითი თერაპია, მაგნიტოთერაპია ელექტროთერაპია და სხვა.
- სამკურნალო ვარჯიში ხელს უწყობს სახსრების მობილობის შენარჩუნებას /აღდგენას. და სხვა.
ავტორი: ნიუპრესი