|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა

დღეს მზია ამაღლობელის დაკავებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში სოლიდარობის აქციები გაიმართება.
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს.
პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს კედელზე საწებავი სტიკერის გაკვრის გამო.
ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს – ამჯერად სისხლის სამართლის მუხლით – აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც პროკურატურამ შეაფასა თავდასხმად.
დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, იგი ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის საქმე ერთ-ერთია სინდისის პატიმრების საქმეებს შორის. მისი გათავისუფლება მოითხოვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროპარლამენტმა.

2025 წლის 22 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, მისი სისხლის სამართლის საქმე კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა განიხილონ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა