|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგა შუშანია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გიგა შუშანიამ არჩევნებიდან მოხსნის განცხადებით საოლქო კომისიას უკვე მიმართა.

მისი თქმით, მთელმა საქართველომ იცის და ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც მეტყველებს, როგორ გაყალბდა არჩევნები, ამიტომ არ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობას.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს და აღნიშნულ ცირკში მონაწილეობა არ მიიღონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა