"ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პოსტერები ქუთაისში (foto)
"ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პოსტერები ქალაქის რამდენიმე ადგილას გამოაკრეს. აღნიშნული პოსტერებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეურაცხმყოფელ კონტექსტში არიან წარმოდგენილი. მოძრაობის ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივნის კოტე რატიანის თქმით, პოსტერები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაავრცელეს.
„ეს არა მარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ეს არის მთავრობის კოლექტიური შემოქმედება, რითაც ამტკიცებენ, რომ აგონიაში არიან და მალე უნდა ჩამოცილდნენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით.“
ავტორი: ხატია ბანძელაძე, მარუსა ხურციძე