ნამახვანჰესის თანამესაკუთრეები ადგილობრივი მცხოვრებლებიც უნდა გახდნენ - "ლელო"
სამოქალაქო პროტესტს, რომელიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას უკავშირდება „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს, რომ ვიდრე მოსახლეობასთან კონსენსუსი არ იქნება მიღწეული, სამუშაოები უნდა შეჩერდეს.
"ლელო" ასევე მიიჩნევს, რომ მოსახლეობას ჰესის თანამესაკუთრეობა უნდა შესთავაზონ.
"მნიშვნელოვანია, ინვესტორმა მოსახლეობას შესთავაზოს არამხოლოდ ერთჯერად კომპენსაციები, არამედ დაარწმუნოს იმაში, რომ გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარება. „ლელოს” ინიციატივით, ახალი ჰიდროელექტროსადგურების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მცხოვრებლებიც უნდა გახდნენ და მიიღონ გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, პირადი ქონების დათმობის სანაცვლოდ"- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ავტორი: ნიუპრესი