|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე აქციაზე ნამახვანჰესის კასკადის მშნებლობის მოწინააღმდგეებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს. მათ ხელისუფლებას ორ კვირიანი ვადა მისცეს.

თუ ამ დროში არ შეჩერდება სამუშაოები და ამის შესახებ კონკრეტული პასუხი არ იქნება ცნობილი, ქუთაისის ცენტრალური მოედნის პიკეტირებას გეგმავენ.

აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ისე დიდი რაოდენობით შეიკრიბება მოსახლეობა და დადგებიან ქალაქის ცენტრში მანამდე, ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება ოფიციალურად გაჟღერებული. ასევე, გეგმავენ ავტომანქანები გააჩერონ და ტერიტორიიდან აღარ გაიყვანონ.

 შეგახსენებთ, რიონის ხეობის ნაწილი, სადაც გიგანტური ჰესის მშენებლობა იგეგმება, ხელისუფლებამ 2019 წელს თურქულ კომპანიას 99 წლის ვადით გადასცა. იგეგმება ორი კაშხალი მშენებლობა.  

ავტორი: ნიუპრესი