ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალურმა მოძრაობამ" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა
ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საპარლამენტო არჩევნებში ერთვება. ის საარჩევნო ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა" სახელით წყალტუბო, სამტრედია, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ტელეწამყვანი ახლა საკანონმდებლო ორგანოდან შეეცდება ადამიანების უფლებების დაცვას.
"ნანუკა წლების მანძილზე მიკროფონით ხელში იბრძვის სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის, ახლა პარლამენტიდან უფრო აქტიურად იბრძოლებს იმ ხალხის უფლებების დასაცავად, რომელთა პრობლემებს აშუქებდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ტელეკომპანია "მთავარზე" გადავიდა და გადაცემა მთლიანად ეთმობოდა გაჭირვებული ხალხის პრობლემებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ოლქში საარჩევნო კამპანიას უკვე აწარმოებდა გენერალი დევი ჭანკოტაძე. რა გახდა კანდიდატის შეცვლის მიზეზი, უცნობია.
ავტორი: ნიუპრესი