პარლამენტის შენობის „შეურაცხყოფისათვის“ პირს პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისში, პარლამენტის შენობის შესასვლელისათვის ქვების
დაშენის გამო, პირს პატიმრობა შეეფარდა. შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა.
როგორც ირკვევა, პარლამენტის შესასვლელს ქვები დაახლოებით
50-წლამდე ასაკის მამაკაცმა დაუშინა. პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფი პირების განცხადებით, მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მისვლისას აცხადებდა, რომ პარლამენტის ქუთაისში
არსებობა არ მოსწონდა. ამის შემდეგ კი კანონმდებლების
მისამართით გინება დაიწყო და ჯიბეში ჩაწყობილი ქვები შესასვლელის მინას ესროლა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა