|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები დაამშვიდა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შემდეგ  თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზის ჭერი  დაათვალიერეს. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ჯანმრთელობისათვის  საშიში ვითარება არ არის.

„როგორც სჩანს, შემთხვევა ტემპერატურის ცვლილებით არის გამოწვეული. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების  დროს თუ ვინმეს რამე დაემართება, ხარჯებს  პარლამენტი გაიღებს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჭერიდან ხის ნაჭერი  დღეს, სესიის მიმდინარეობის დროს ჩამოვარდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე