„უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ – პრეზენტაცია უნივერსიტეტში
18 დეკემბერს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მწვანე დარბაზში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ბრიტანელი ისტორიკოსის ტონი ჯატის წიგნი
„უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამის“ წარმომადგენლებმა
გააცნეს დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას.
„რადარამი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პერიოდულად
თარგმნის და გამოსცემს მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო-პოპულარულ, არამხატვრულ ლიტერატურას.
აღნიშნული წიგნი მეხუთეა „რადარამის“ წიგნების სერიიდან.
შეხვედრაზე „რადარამის“ ძალისხმევით გამოცეული ხუთივე
წიგნი იყო წარმოდგენილი. დამსწრე პუბლიკას ყველა მათგანზე მიეწოდა ინფორმაციაც და თავად
ეს წიგნებიც. „რადარამელების“ აზრით ეს ლიტერატურა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართული
საზოგადოება გაეცნოს რა ტიპის დისკურსები მძლავრობენ, რა ტენდენციები შეინიშნება დასავლეთში პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში და
ა.შ. ამ საკითხების გარშემო ცნობილი დასავლელი ავტორების ნააზრევის თარგმნით და ქართულ
საზოგადოებისთვის მიწოდებით იქმნება იმის შესაძლებლობა საქართველოც ჩაერთოს ამ დისკურსში,
არ იყოს გაუცხოებული ამ პრობლემატიკიდან, არამედ იქცეს მსოფლიო ნაწილად ამ საკითხშიც.
„ქართულმა ენამა ნაცია იხსნა და დაიცვა იმპერიებისაგან.
ენა მნიშვნელოვანია ქართველი ერის იდენტობისთვის. ქართველი ფიქრობს და აზროვნებს ქართულად.
ამიტომ ქართული ენაც უნდა მოექცეს ამ დისკურსში, რაც მსოფლიოში, დასავლეთში ხდება და
გახდეს მისი ნაწილი. ამიტომ ითარგმნება ქართულად ეს წიგნები. თანაც თავისუფლება აზროვებაშია,
მნიშვნელოვანი იდეების ქონაში და არა რომელიმე ზესახელმწიფოს, ან პოლიტიკოსის მხარდაჭერაში,
ამიტომ მნიშვნელოვანია კითხვა“, - განაცხადა „რადარამის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ
მარკ მალერმა.
ტონი ჯატის „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ პრეზენტატორთა
თქმით მნიშვნელოვან მასალას იძლევა აზროვნებისთვის. მაგალითად, ავტორი საუბრობს სახელმწიფოს
როლზე, რომელსაც შეუძლია თავისი ფუნქცია ისე შეასრულოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანების
თავისუფლებას. იგი ადამიანებს წარსულის გაანალიზებისკენ მოუწოდებს, სადაც სამართლიანობა
და თანასწორობის იდეა ბევრ სხვა ღრებულებაზე
მაღლა იყო დაყენებული.
ტონი ჯატმა წიგნი უკვე სასიკვდილოდ დაავადებულმა დაწერა.
იგი მის უკანასკნელ გზავნილად იქცა კაცობრიობისადმი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი