ქუთაისის თვითმმართველობამ წლის ბოლოს თანხები დაიმატა
ქუთაისის
მაჟორიტარულ ბიუროს 10 000 ლარი დაემატა. ბიუროსთვის აღნიშნული თანხის დამატება
დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების
საფუძველზე მოხდა.
ბიუჯეტში
შესული ცვლილებების თანახმად, ქუთაისის თვითმმართველობამ ხარჯები წლის ბოლომდე ჯამში
282 000 ლარით გაზარდა. აქედან, 18 900 ლარი დაემატა კეთილმოწყობის სამსახურს,
საბინაო სამსახურის ბიუჯეტი 2800 ლარით გაიზარდა,
დასუფთავების განყოფილებას 21 100 ლარი დაემატა, ადმინისტრაციული ზედამხედვებლობას
– 25 500 ლარი, ხოლო არქიტექტურულ სამსახურს
– 11 000 ლარი.
ცვლილებების
საფუძველზე, ყინულის მოედანს დამატებით გამოეყო 2 500 ლარი, საგანგებო სიტუაციების
სისტემის მართვას – 75 000 ლარი, ეპარქიას – 74 000 ლარი. ასევე, დამატებით თანხები
გამოიყო სპორტის გაერთიანებისათვის (20 000 ლარი), ხოლო სპორტული ღონისძიებებისათვის
– 6 000. გარდა ამისა, კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად 18000 ლარი იქნა დამატებული.
ავტორი: თეკლა მორგოშია