ქუთაისში მყოფი სააკაშვილი "ნაციონალების" ოფისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
ქუთაისში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს აქციის მონაწილეები
შენობიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ.
მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მომხრეები ამ წუთებში
ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ არიან შეკრებილები, რის გამოც, შენობაში
შესული პრეზიდენტი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს.
სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები
თავდაპირველად ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი თვითმმართველობაში
დასაქმე ბულ პირებთან შეხვედრას მართავდა.
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სააკაშვილის პრეზიდენტის
პოსტზე ყოფნა გააპროტესტა და მისი გადადგომა მოითხოვა.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი შეკრება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და აქცია სპონტანურად მას შემდეგ გაიმართა, რაც ქუთაისში
სააკაშვილის ვიზიტის შესახებ შეიტყვეს.
„ადამიანები შეურაცხყვეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
არა მარტო ციხეებში, არამედ ჩვენც, ვინც გარეთ ვიყავით. რა უფლებით არიან დღეს სათავეში.
ქართველებს არ გვინდა „ნაციონალები“,“ – ამბობს
აქციის მონაწილე, ქუთაისელი ბონდო ქირია.
„ჩვენმა პრეზიდენტმა სტამბულის ბაზარზე ნახოს როგორია
ქართველების იქაური ყოფა,“ – აცხადებს სამტრედიელი
ლევან მესხი, რომელიც აქციას ქუჩიდან შეუერთდა.
ქუთაისის მერიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა
მერიის შენობის გვერდითა გასასვლელით ისარგებლა
და წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე „ნაციონალური
მოძრაობის“ ოფისში გადაინაცვლა. თუმცა აქციის მონაწილები მას იქაც დახვდენ.
პრეზინდეტი ამ დრომდე პარტიის ოფისში იმყოფება.
newpress.ge აქციის ამსახველ ვიდეო–მასალას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ავტორი: დეა მანაგაძე