|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენი მთავარი სტრატეგია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია“

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალ“ წევრებს  „მყარად“ დგომისათვის  მადლობა გადაუხადა.  „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ერთიანობისათვის და მყარად დგომისთვის, რომ უძლებთ იმას, რასაც ყველა ერთად  ვუძლებთ. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში  შეთითხნილი ბრალდებებთ  თვითმმართველობის წარმომადგენლებს აკავებენ. 2014 წელს გვაქვს  თვითმმართველობის არჩევნები  და მანამდე  არავის აქვს უფლება  შეეხონ თვითმმართველობის წევრებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ქუთაისში ვიზიტისას. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დროს პრეზიდენტმა თანაგუნდელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გაგებით უნდა მოეკიდოთ. უფრო მეტიც, თქვენთან ერთად მეც ვიბრძოლებ, რათა საქართველომ განვითარება არ შეწყვიტოს. ვიღაცეეების აზრით, მეც პრეზიდენტი აღარ უნდა ვიყო. მაგრამ არავინ არსად არ და ვერ მიდის. მეგობრები გახსოვდეთ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება“,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია