|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი: „პარლამენტი შაპიტოს ცირკი არ არის“

ქუთაისში, დღეს ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ქუთაისში დატოვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „პარალამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, რადგან პარლამენტის აქ გადმოტანით ამ ხალხს იმედი მიეცა. აუცილებელია ქვეყნის დეცენტრალიზაცია მოხდეს. ამას გეუბნებით მე, არა როგორც თქვენი თანაგუნდელი, არამედ როგორც ქვეყნის  დეცენტრალიზაციის ავტორი“, – განაცხადა  პრეზიდენტმა. სააკაშვილმა იმერეთის რეგიონში  ოქტომბრის შემდეგ შეჩერებულ პროექტებზეც ისაუბრა.  „არჩევნების მერე ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა. ამდროისთვის შეჩერებულია წყალტუბოში სასტუმროს  მშენებლობა.  ეს ყველაფერი  კი იმიტომ ხდება, რომ ქუთაისში პარლამენტის გაჩერება არ უნდათ. პარლამენტი შაპიტოს ცირკი არ არის, დაშალო და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანო. ამიტომ ამ საკითხს თავი უნდა დაანებონ!“ – აღნიშნა  სააკაშვილმა. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, სასარგებლოა არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისათვისაც. რადგან, „თავკომბალასავით თბილისში არის  ყველაფერი თავმოყრილი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.  

ავტორი: თეკლა მორგოშია