ქუთაისში მუნიციპალიტეტის ოფისი გაქურდეს
ქუთაისში მერიის ტერიტორიული ორგანო გაქურდეს. აღნიშნულის
შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს. როგორც მათ
მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, შემთხვევა 19 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათიდან 05:00 საათამდე ინტერვალში მოხდა. შემთხვევის შედეგად გამარჯვების
ტერიტორიული ორგანოს ოფისიდან უცნობმა პირებმა ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს შენობა ქუთაისში, რუსთაველის
ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სამართალდამცავებმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა