„ნაციონალ“ დეპუტატს პატრულმა 100-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია
საპატრულო პოლიციამ 100 ლარით დააჯარიმა.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით,
დეპუტატი პრეზიდენტის ქუთაისში ვიზიტის დროს მომხდარი ინცინდენტიდან პარლამენტში სესიაზე
ბრუნდებოდა, როდესაც ის საპტრულო პოლიციამ გააჩერა. უსუფაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დეტალური
ინფორმაცია მან თავად მალაშხიასაგან მიიღო.
„პატრული დაახლოებით ნახევარი საათი არკვევდა მალაშხიას
ავტომობილის ნომრის სისქე შეესაბამებოდა თუ არა დადგენილ სტანდარტს. 100-ლარიანი ჯარიმა
გამოუწერეს და გააფრთხილეს, რომ თუ ლატორატორიაში დადგინდებოდა, რომ ნომრის სისქე დადგენილს
შეესაბამება, ჯარიმას არ გადაიხდის,“ - ამბობს უსუფაშვილი.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მხრიდან
პოლიტიკური რეაგირება არის საჭირო.
„პოლიტიკური რეაგირება უნდა გავაკეთოთ ამ საკითხზე.
კაცი ხომ არ მოუკლავს ან რამე ხომ არ დააშავა?,“ - ამბობს ზვიად ძიძიგური.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე