პირველმა საერთაშორისო ტურნირმა ველორბოლაში სტარტი ქუთაისიდან აიღო
საქართველოში, პირველი საერთაშორისო ველოტური ქუთაისიდან
დაიწყო. ტურში 42 ქართველი და უცხოელი ველოსიპედისტი მონაწილეობდა, რომლებიც 600 კილომეტრს
საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაივლიან. ფოთი, ბათუმი, ხულო, ახალციხე, ახალქალაქი
და წალკა-ეს ის მარშრუტია, რომელსაც ველოსიპედისტები 17 მაისამდე გაივლიან. 17–ში კი ტური თბილისში დასრულდება.
"ეს დამეგობრების ღონისძიებაა. დემონსტრირებაა მსოფლიოსთვის,
თუ რა ძლიერი ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მეგობრობით. ეს ახალგაზრდები აიღებენ
იმ მაგალითს, რითაც საქართველოს ჰქონდა სახელი განთქმული, ჯანმრთელი წესით ცხოვრებით," -აღნიშნა რეკორდსმენმა ჯუმბერ ლეჟავამ.
"მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ შეჯიბრში. დიდი სურვილი მაქვს, საქართველო დავათვალიერო. პირველად
ვარ ამ ქვეყანაში და მოხარული ვიქნები, თუ ქართველების ამ ჯგუფს, ჩვენს ქვეყანაშიც
ვიხილავთ," - ამბობს ველომრბოლელი ჰოლანდიიდან ნადია პინკოვა.
აქცია, პირველი ლედის, სანდრა რულოვსის მიერ, ჯანსაღი
ცხოვრების წესის ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა. "დღევანდელი ველოგარბენა სანდრა რულოვსის პატრონაჟით
ტარდება. მასში ჰოლანდიური მხარე მონაწილეობს. ასე, რომ საერთაშორისო მასშტაბის აქცია
გამოგვივიდა. ქუთაისისთვის საპატიოა, რომ ველოგარბენი სტარტს ჩვენს ქალაქში იღებს," -განაცხადა
ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ.
ველოტურის დასრულების შემდეგ, მონაწილეები სპეციალური
სიგელებით დაჯილდოვდებიან.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე