|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სემეკის მიმართ დასმული შეკითხვები და კომისიის პასუხები

სააქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხეს. სემეკის წარმომადგენლებან მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.

შეხვედრაზე მყოფმა  სტუმრებმა, ყურადღება  ძირითადად,  მომხმარებელთა უფლებების  დაცვაზე გაამახვილეს. რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ქუთაისში ყველაზე ხშირი სწორედ,  კომპანიების მხრიდან, მოქალაქეებზე თანხის უსაფუძვლოდ დარიცხვის ფაქტებია.

,,ქუთაისში ხშირად ირღვევა აბონენტთა  უფლებები. არის ფაქტები, როცა მოქალაქეებს, მრიცხველის დამონტაჟებაში იმაზე მეტ თანხას ახდევინებდნენ კომპანიები, ვიდრე საჭიროა. ასეთი პრობლემების გაცნობისა და   მათი გადაწყვეტის მიზნით კი საუკეთესო გზაა, ჩვენ მოგვეცეს სემეკის ხელმძღვანელობასთან ხშირად საუბრის საშუალება",  - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ასა" -ს ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე.

სემეკის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით ორგანიზებულ შეხვედრაზე, კომისიის წევრებმა,  2012 წელს, მათ მიერ  განხორციელებულ პროექტებისა და საჩივრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.

სააქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, ,,სემეკში" კომპანიების წინააღმდეგ, სულ მოქალაქეთა 1072 განცხადება (საჩივარი) შევიდა. მათივე ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში,  კომისიის საჯარო სხდომებზე, მოქალაქეებისა და კომპანიებს შორის არსებული დავების განხილვის შედეგად, კომპანიების მიერ მომხმარებელთათვის დარიცხული თანხებიდან, კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მომხმარებელს  ჩამოაწერა  987 359, 76 ლარი. ხოლო 2010 წლიდან 2012 წლამდე,  კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის დარიცხული თანხებიდან კომისიამ უსაფუძვლოდ,  სულ  25230  112,36 ლარი მიიჩნია.

სემეკში გამართული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს. მათი განმარტებით, დიალოგის რეჟიმში ჩატარებული შეხვედრები კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომისიის   საქმიანობის ხარისხს.

,,რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი შეხვედრები, მით უფრო სრულყოფილი იქნება სემეკის საქმიანობაც, რადგან ამ დროს ხდება მათთვის ბევრი ინფორმაციის, როგორც მიწოდება, ასევე მიღებაც. შესაბამისად ამ დროს მოსახლეობაც დაცულია დეზინფორმაციისგან. კომისიის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რაც სწორედ ამ ტიპის შეხვედრებით და ინფორმაციების გაცვლით იქნება უზრუნველყოფილი", -  ამბობს ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის"  დირექტორი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

,,ჩვენ გვქონდა ღია კარის დღეები, დაახლოებით ასეთი ტიპის შეხვედრები მოქალაქებთან, სადაც  მათ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობდით. დღესაც, იგივე შემთხევაა და ვპიქრობ, რომ მსგავსი უთიერთობები საზოგადოებასთან ძალიან კარგია. მე მზად ვარ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას ვუპასუხო", - ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე,  გურამ ჩალაგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი" უკვე მეორედ უწევს ორგანიზებას, მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრას სემეკის წარმომადგენლებთან. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა