|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში დევნილთა პირველი რეაბილიტირებული ცენტრი დაკანონდება

"დევნილთა საცხოვრებლების დასაკუთრების პროცესი გრძელდება და ყველა კომპაქტურ ობიექტს  მოიცავს"- ეს განცხადება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა, წყალტუბოში, ყოფილ ელექტრომეურნეობის სანატორიმში მცხოვრებ დევნილებთან გააკეთა. ობიიექტის დაკანონების პროცესი მიმდინარეობს და 23 ოჯახი, საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელ ამონაწერს მიიღებს.

"გავარემონტეთ ეს ფართები და საკუთრებაში გადაეცემათ დევნილებს, დაახლოებით, ორთვენახევარში. ძალიან ბევრი ობიექტია, ჯერ კიდევ, გაუსაძლის პირობებში, მაგრამ ჩვენ ყველას მივხედავთ. ისე ვიზამთ, რომ ფართით უზრუნველყოფილი იყოს ყველა დევნილი ოჯახი,"- აღნიშნა კობა სუბელიანმა.

სანატორიუმში, აფხაზეთიდან დევნილი 23 ოჯახი ცხოვრობს. 18 წლის განმავლობაში, მათ ავარიულ შენობაში უწევდათ ცხოვრება. 2011 წელს, სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით მოხდა კოლექტიური ცენტრის სრული რეაბილიტაცია. ობიექტი გარემონტდა და სამინისტრომ, გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, ახალი საცხოვრებელი ფართები შესთავაზა.

,,პირობები გაუსაძლისი იყო. შენობაში წყალი საერთოდ არ გვქონდა, არ არსებობდა სველი წერტილები, არაადამიანურ პირობებში გვიწევდა ცხოვრება. გაკეთდა რემონტი, რაც ძალიან კარგია. ყველას თავისი ბინა აქვს. წყალი, გაზი, ყველაფერი გვაქვს, რაც თავის დროზე ზღაპარი იყო“-ამბობს დევნილი ლეილა აშორდია.

პროექტის ფარგლებში, ობიექტი გაზიფიცირდა. დევნილ ოჯახებს გაზქურები და გაზის გამათბობლები დაუმონტაჟდა.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე