|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თანამზრახველები" ქუთაისში

დღეს ქუთაისს, ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი, ჯიმ სტარკი ესტუმრა. დღესვე, კინოპროდიუსერის ფილმის ,, თანამზრახველები“ ჩვენება გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფილმი, კომედიური ჟანრისაა და ახალგაზრდა რეჟისორს შეეხება. ფილმის სცენარის მიხედვით, რეჟისორი პირველი ნამუშევრის გადაღებას ცდილობს. ჩვენებას, თავად, კონოპროდუსერიც ესწრებოდა.

„მოხარული ვარ, რომ ვეწვიე ქუთაისს და მაქვს საშუალება, წარმოვადგინო ჩემი ფილმი „თანამზრახველები“. ეს გახლავთ კომედია, რომელსაც მოპოვებული აქვს სანდანსის კინო–ფესტივალის გრან–პრი. ფილმი არის ახალგაზრდა რეჟისორის შესახებ, რომელიც ცდილობს გადაიღოს თავისი პირველი ფილმი. ეს არის ისტიორია იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ან ვერ ახერხებს ეს ადამიანი ფილმის გადაღებას,“  – აღნიშნა კინოპროდუსერმა ჯიმ სტარკმა.

ამერიკელი კინოპროდუსერის საქართველოში ვიზიტი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა. ვიზიტის ფარგლებში, სტარკმა თბილისში სტუდენტებისთვის მასტერკლასები, სემინარები პრეზენტაციები ჩაატარა და თბილისის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრიც გახლდათ.

„ამერიკის საელჩოს ინიციატივით, მოვაწყვეთ შეხვედრა ქუთაისში. ჩვენი სტუმრობის მიზანი, არის მისი ფილმების ჩვენება,“  – ამბობს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი თეა კუჭუხიძე.

კონოჩვენების დასრულების შემდეგ, დისკუსია გაიმართა. სტუდენტებმა შეკითხვები და საკუთარი მოსაზრებები  პირადად ჯიმ სტარკს გააცნეს.

ჯიმ სტარკი, გუშინ, ბათუმსაც სტუმრობდა . ის საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე