|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილი მოსახლეობის დასაშინებლად იყო მოსული

„შინაგან საქმეთა მინისტრს რა საქმე აქვს დასახლებაში? რაზე ესაუბრებოდა მოსახლოებას, ეკონომიკაზე? ვანოს ეკითხება ეკონომიკა? მოსახლეობის დასაშინებლად იყო მოსული. ვიცი, რომ მერაბიშვილი უკვე ქუთაისშია გადმოსული. მთავარი ფრონტის ხაზი იქნება ქუთაისში,  სადაც კისერს მოვტეხავთ სააკაშვილს,“ - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ დღეს ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას. http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=139  სანიკიძის თქმით, მერაბიშვილის მოვალეობა დამნაშავეების დევნა და არა მოსახლეობის დაშინებაა.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, უკანასკნელი  2 კვირის განმავლობაში მესამედ იმყოფებოდა ქუთაისში. ის „ნაციონლაური მოძრაობის“ აქტივისტებს ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში შეხვდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა