ნინო ბურჯანაძე: "ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევებრძოლებით ამ ხელისუფლებას"
სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, შექმნიდან ერთი წლის თავზე,
რეგიონული მედია წარმომადგენლებისათვის შეხვედრა
გამართეს სასტუმრო "შერატონში".
შეხვედრაზე
სახალხო კრების ერთ–ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში არსებულ საარჩევო გარემოზე გაამახვილა
ყურადღება. მისი თქმით, საარჩევნო გარემო გასულ წლებთან შედარებით, გაუარესდა. სახალხო კრების აღმასრულებელი
საბჭოს წევრებმა 2011 წლის 26 მაისს თავისუფალი აქციის მონაწილე მოქალაქეებისა და
ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციაც განიხილეს. ნინო
ბურჯანაძის განცხადებით: "გასული წლის 26
მაისის სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ აუცილებელია გამოვფხიზლდეთ. ჩვენმა
მოსახლეობამ ბევრი რამ არ იცის რა ხდება რეალურად დღეს და რა ელოდება, თუ სამომავლოდ არაფერი არ შეიცვლება".
აღმასრულებელი
საბჭოს წევრებმა კიდე ერთხელ გაახმოვანეს თავიანთი დამოკიდებულება კოალიაცია „ქართული
ოცნებისა“ და სხვა პოლიტიკური ძალების
მიმართ. სახალხო კკრების წევრებმა
აღნიშნეს, რომ კრება ხელისუფლებათან
შეკრულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან არ ითანამშრომლებს.
"სწორი იქნებოდა ერთიანი
ოპოზიციური ფრონტით გამოსვლა, თუმცა ეს ჯერ–ჯერობით არ ხერხდება. მაგრამ ჩვენ ნებისმიერ
შემთხვევაში შევებრძოლებით ამ ხელისუფლებას," – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
სახალხო კრების წევრებმა მიმდიანრე წლის 26 მაისს დაგეგმილ
ღონისძიებებზეც ისაუბრეს. კრების წევრები დილის 12:00 საათზე, 2011 წელს დაღუპული ადამიანებისათვის
პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში გადაიხდიან, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს
ლოცვა–კურთხევით. საჯანმრთელო პარაკლისი აღევლინება 26 მაისს დაზარალებული და დაპატიმრებული ადამიანებისათვის.
ასევე, იგეგმება სახალხო კრების წარმომადგენლების მომხრე
საზოგადოებასთან შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება მათ სამომავლო–სამოქმედო გეგმებზე.
ავტორი: ანა ჯანაშია