|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს დაზარალებულთა ნაწილს აუნაზღაურებს

ქუ­თა­ის­ში, გა­სულ თვე­ში ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად და­ზა­რა­ლებულ­მა მო­სახლეობამ დახმა­რების­თვის ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას მი­მარ­თა. თუმ­ცა  მე­რი­ა­ში შე­სუ­ლი 40-მდე გა­ნაცხადი­დან ეს უკა­ნას­კნე­ლი დაახლოებით 12-მდე განცხადების დაკ­მაყოფი­ლებას გეგ­მავს.

ქუ­თა­ის­ში, გა­სულ თვე­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა ქა­ლა­ქის რიგ უბნებში ხეები ამოთხარა, საცხოვ­რებელ სახლებს სახურა­ვი გა­და­აძ­რო, ხოლო ამორ­ტი­ზებული სახლების ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ და­ან­გრი­ა.

და­ვი­თი და კონ­სტან­ტი­ნეს ქუ­ჩა №26-ში მცხოვ­რები ნარ­გი­ზა გოგ­ლი­ჩი­ძე ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია ვინც ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის­გან დახმა­რებას ელო­დება. მან ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას  განცხადებით გა­სუ­ლი წლის 18 აპ­რილს მი­მარ­თა. რო­გორც გოგ­ლი­ჩი­ძე ამბობს, ქარ­მა მი­სი სახლის სახურა­ვის ნა­წი­ლი წა­ი­ღო. რის გა­მოც ამ ეტაპ­ზე სახლი ბრე­ზენ­ტით აქვს დახურუ­ლი, ხოლო სახურა­ვის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი­დან სახლში წყალი ჩა­დის.

„მე­რი­ის პა­სუხი ჯერ არ ვი­ცი. დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა და ოჯახური პრობლე­მის გა­მო ჩე­მი განცხადების  მო­კითხვა ვერ შევ­ძე­ლი. მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ვა­პი­რებ მის­ვლას, რად­გან სახურა­ვი ცუდ დღე­ში არის," - ამბობს ნარ­გი­ზა გოგ­ლი­ჩი­ძე.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის საბინაო სამ­სახურის უფ­რო­სის კახა ხვა­რე­ში­ას თქმით, სამ­სახურის თა­ნამ­შრომ­ლებმა შე­მო­სუ­ლი განცხადებების სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა ოჯახში მი­ვიდ­ნენ და იქ არ­სებული სი­ტუ­ა­ცია შე­ის­წავ­ლეს. თუმ­ცა  რო­გორც ხვა­რე­შია ამბობს, სახლების უმ­რავ­ლე­სობა არა ქა­რის მი­ერ, არა­მედ თა­ვი­დან­ვე იყო და­ზი­ა­ნებული.

„რამ­დე­ნი ქა­რი ამო­ვარ­დება, იმ წუ­თას მი­ა­კითხო მე­რი­ას და ფუ­ლი ამო­ი­ღო, ასეთ შემთხვე­ვა­ში დახმა­რების გა­ცე­მის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. 12 ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა შემთხვე­ვა­ში და­ზი­ა­ნებები ქა­რის­გან იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­რის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 200, 300 და 500-ლა­რი­ა­ნი დახმა­რებები  მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან გა­ი­ცე­მა," - ამბობს ხვა­რე­ში­ა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა