|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა - ნარკომანიას"

საქართველოში აივ (ადამიანის იმუნური ვირუსი) ინფექციით დაავალდებულთა კვირეული აღინიშნება. კვირეული 20 მაისს დაიწყო და 26 მაისიამდე გაგრძელდება. აღნიშნულ კვირეულს ქუთაისიც შეუერთდა.

კვირეულის ფარგელებში დღეს ფსიქო-სოცილაური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისმა  და არასამთავრობო ორგანიზაციამ  „თანადგომამ“ პრეზენტაცია გამართეს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტში მოწყობილი პრეზენტაციის  მიზანი - აივ ინფექციის ზიანის შემცირების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

„ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია, ახალგაზრდებს  და არა მხოლოდ მათ,  მივაწოდოთ ინფორმაცია ნარკომანიის  შესახებ, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც მკურნალობა და შესაბამისი სარეაბილიტაციო  ცენტერები სჭირდებათ. ასევე, განვიხილეთ აივ ინფექციის ზიანის შემცირების პროგრამები“, - განმარტა ფსიქო- სოციალაური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა   მარიკა ვაჭარაძემ.

ზიანის შემცირების პროგრამების მიზანია, ინფექციების, კერძოდ,  აივ-შიდსის, ჰეპატიტისა და სხვა სისხლით გადამდები  ინფექციების  გავრცელების პროფილაქტიკა, ასევე, ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული სხვა ნეგატიური შედეგების შემცირება. ზიანის შემცირების სტრატეგია მოიცავს, შპრიცების გაცვლით პროგრამებს, კერძოდ, გამოყენებული ინექციური  ინსტრუმენტების სანაცვლოდ ახალი ერჯერადი შპრიცების მიწოდებას.

პრეზენტაციაზე სტუდენტებმაც თავიანი ხედვა და დამოკიდებულება დააფიქსირეს ნარკომანიის პრობლემის შესახებ.

„ნარკომანია არის დაავდება და  ასევე,  ცხოვრების წესი, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ნუ გავუსინჯავთ გემოს ნარკოტიკს, რადგან მას ჯოჯოხეთისკენ მივყავართ. ნარკომანია -  თვითმკვლელობაა. ნუ ვიქნებით თვითმმკვლელნი, რადგან ცხოვრებაც მართლაც მშვენიერია.  უარი ვუთხრათ ნარკოტიკს!“ -  აღნიშნა წერეთლის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა მარი მანაგაძემ.

„სახელმწიფომ  უფასოდ უნდა უზრუნველყოს აივ-ინფექციიტ დაავადებული ადამიანების მკურნალობა. თავის მხრივ, მედიკოსებმაც უნდა იზრუნონ ამ ადამიანებზე და არვითარ შემთხევაში არ შეიძლება იგნორირებას ჰქონდეს ადგილი  ნარკოდაავადებულთა“, - განმარტა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ წარმომადეგენლმა გიგა ორჯონიკიძემ.

კვირეულის ფარგლებში აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით  დაგეგმილია სამტრედიაში პედაგოგებთან და მოსწავლე ახალგაზრდებთან მრგვალი მაგიდის მოწყობა. „ასევე, კვირეულის ფარგლებში ვგეგმავთ   მე-10, მე-11 და მე-12 კლასელების დაჯილდოვებას, რომლებმაც საუკეთესო  ფოტო და ესეები წარმოადგინეს თემაზე - ნარკომანია. სულ დაჯილდოვდება 6 მოსწავლე  და მათ სომბოლურ საჩუქრებთან ერთად  წიგნებსაც  გადავცემათ“, - აღნიშნა მარიკა ვაჭარაძემ.

აღსანიშნავია, რომ  სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, კატასტროფულად მატულობს წამალდამოკიდებული ადამიანთა რიცხვი. თუმცა, ნარკო დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი მხოლოდ თბილისა და ბათუმშია, რომლებიც  მხოლოდ 30-30 ადამიანზე არის გათვლილი. „ამას დაემატება კიდევ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი ბაზალეთში. თუმცა, მაინც არ არის ეს ცენტები საკმარისი, რადგან წამალდამიკდებული ადამიანები ყოველდღიურად იზრდება“, - აღნიშნეს პრეზენტაციაზე.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა