|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პარასკევს, 25 მაისს, 12:00 საათზე, თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ, (გორგასლის N24ა) ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება სასტვენებით. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ან უკანონოდ დააკავეს.

„ბოლო ორ თვეში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა. ხელისუფლება უარს ამბობს ამ ფაქტების გამოძიებაზე. არ დასჯილა არცერთი მოძალადე ჩინოვნიკი. თუ ხარ ჟურნალისტი, თუ თვლი, რომ შენი უფლებები ირღვევა, თუ ფიქრობ, რომ შენს კოლეგებზე ზეწოლის ფაქტები გამოსაძიებელია, შემოგვიერთდი! ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები! ერთად მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება! იყავი სოლიდარული!“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქციაზე გავრცელდება საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების განცხადება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და  უზრუნველყოს ქვეყანაში ჟურნალისტთა საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ასევე, აქციის მონაწილეები საერთაშორისო ორგანიზაციებს დეტალურად გააცნობენ ჟურნალისტთა ხელყოფისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ავტორი: "ნიუპრესი"

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა