|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში დასაქმებისთვის კონკურსი მაისის ბოლოდან გამოცხადდება

,,მაისის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ სტაჟირებას ახალი პარლამენტის აპარატისთვის და იმერეთის მაცხოვრებლებს ექნებათ საშუალება, შემოიტანონ განაცხადები. სრულიად გამჭირვალე კონკურსის გზით, დავაკომპლექტებთ პარლამენტის სტაჟიორებს, რომლებისგანაც შემდეგ, მომავალი პარლამენტის აპარატის ნაწილი შედგება,“ –  ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებთან გააკეთა.

დღესვე,  წერეთლისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა, პარლამენტის აპარატთან მემორანდუმი გააფორმეს.

„მეორე ინიციატივა, უშუალოდ სტუდენტებისთვის გახლავთ. ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმებს ქუთაისის ორ უნივერსიტეტთან, რომლის საფუძველზეც, უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები გაივლიან პრაქტიკებს პარლამენტის აპარატში. ეს არის მოტივაცია ადგილობრივი სტუდენტებისთვის და არის მოტივაცია ადგილობრივი კვალიფიციური ადამიანებისთვის, რომ დასაქმდნენ პარლამენტის აპარატში,“ – განაცხადა დავით ბაქარაძემ.

„ყველაზე მთავარი პრობლემა დასაქმებაა და დარწმუნებული ვარ, ასე ნაბიჯ–ნაბიჯ მოგვარდება ეს პრობლემაც“ – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.

კონკურსი პარლამენტის აპარატში დასაქმებისათვის, 28 მაისს გამოცხადდება. ივნისიდან კი, შერჩეული კადრების სტაჟირება დაიწყება.

,,ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ პროექტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. ჩვენ საშუალება გვაქვს, პრაქტიკები გავიაროთ პარლამენტის სტრუქტურაში.  რეალური შანსი გვეძლევა დასაქმების,“ –ამბობს სტუდენტი ქეთევან ხარატიშვილი.

დღესვე, დავით ბაქრაძემ, ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა და ახალი ინიციატივები გააჟღერა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სტუდენტური შეღავათიანი ბარათებისა და დაზღვევის შემოღებისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ მშენებარე პარლამენტი მოინახულა, სადაც პირველის სხდომა  3დღეში, 26 მაისს უნდა გაიმართოს.  

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა