ჩინეთის საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებს რწმენის გამო აწამებენ – რას ყვებიან ყოფილი ტყვეები
"რწმენის გაბედულება" - ამ სახელწოდების გახლდათ პიტერ ნავაროს ფილმი, რომლის ჩვენებაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.
სურათმა 21–ე საუკუნის აუშვიცი ასახა. საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ფუნქციონირებს.
აღნიშნული ბანაკის საშინელებებზე საუბრობენ ყოფილი და ცოცხლად გადარჩენილი ტყვეები.
ბანაკში ადამიანებს ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი რწმენის გამო ათავსებს.
"ფალუნგუნის" (სამყაროს კანონი) მიმდევრებს (ფალუნგუნი მოთმინებას, სიყვარულსა და სიმშვიდეს ქადაგებს) კომუნისტურ ჩინეთში დღემდე სასტიკად
დევნიან.
აღნიშნულ ბანაკებში ფალუნგუნის მიმდევრები
4 მილიონს აჭარბებენ. ფილმი ასახავს დოკუმენტურ კადრებს, თუ როგორ აწამებენ, საშინელ პირობებში ამყოფებენ და 18 საათს ამუშავებენ ტყვეებს.
ისინი წარმოადგენენ იაფ მუშახელს, სწორედ მათი შრომის დიდ პროცენტზე მოდის ჩინეთის აყვავებული
ეკონომიკა.
თუმცა აღნიშნული ადამინები არ წარმოადგენენ
მხოლოდ იაფ მუშახელს, მათ, როგორც ფალუნგუნის გავლენით ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართ,
ორგანოებსაც ართმვენ. ყოფილი ტყვეები ყვებიან იმ საშინელ პროცედურებზე, რომელსაც ადამიანებს
უტარებდნენ. ორგანოებისთვის ათასობით ფალუნგუნის მიმდევარი დახოცეს ჩინეთში.
აღნიშნული ბანაკების არსებობას უარყოფს
ჩინეთის ხელისუფლება. თუმცა ბანაკებს გადარჩენილები ყველა გზით ცდილობენ მსოფლიოს ყურადღება
მიაპყრონ ამ ფაქტს. ისინი კაცობრიობის წინაშე ჩდენილი დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევენ
ჩინეთის რეჟიმის ქმედებებს.
2012 წელს აღნიშნული ფილმი ნაჩვენები იყო ევროპარლამენტში, აშშ კონგრესში, იტალიის, შვედეთის, ისრაელის და ტაივანის პარლამენტებში და უკვე დაიმსახურა 6 ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ქუთაისში ფილმი საერთაშორისო ტელეკომპანია NTD-მა და სამეცნიერო–ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" წარმოადგინა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი