|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპატრიარქოსა და მეუფე კალისტრატეს ქუთაისური ქონება

2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს. ამის პარალელურად, ირკვევა, რომ საპატრიარქო და მისი ეპარქიის წარმომადგენლები სხვადასხვა კერძო კომპანიისა და დაწესებულების მფლობელი და თანამფლობელია.

კერძოდ, საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს (შოთა მარგალიტაშვილი) საკუთარებაში ირიცხება კერძო კომპანია, შპს „გელათის წყარო“. აღნიშნული შპს 2010 წლის სექტემბერში კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%–ს შოთა მარგალიტაშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი თამაზ ნებიერიძე გახლავთ. კომპანიის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 63.250 ლარი, ქონებრივი შენატანით.

თავის მხრივ, შოთა მარგალიტაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს დირექტორია. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების 100%–იანი წილის მფლობელი კი საქართველოს საპატრიარქოა.

მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო საავადმყოფო ქუთაისის სხვა სამედიცინო დაწესებულებისგან მომსახურების პირობებით არ განსხვავდება, მეუფე კალისტრატე მის განმასხვავებლად სულიერ დანიშნულებას მიიჩნევს.

საეკლესიო საავადმყოფო უკვე დახმარებას ნიშნავს. ჩვენთან ჯერ სულიერი მკურნალობა მიდის, ეკლესია აშენდა, მალე მონასტერს გავხსნით. მეტი სითბო იქნება პაციენტების მიმართ. აქცენტი გაკეთდება არა  მარტო ხორციელზე, არამედ სულიერზეც, რადგან სულიერი ავადმყოფი მეტია. საავადმყოფო ჯერ აღმშენებლობის პროცესშია“, –ამბობს მიტროპოლიტი.

მეუფე კალისტრატე მკურნალობის შეღავათებზეც საუბრობს „თუკი სხვაგან მკურნალობა ღირს ათასი ლარი ჩვენთან ნახევარიც არ არის, სასულიერო პირები და მათი ოჯახის წევრები ფულს არ იხდიან“, –აღნიშნავს მიტროპოლიტი.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი შემოსავლებისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული დაფინანსების გარდა, საქართველოს საპატრიარქოსთვის თანხებს  ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც იღებენ. კერძოდ, „საერთაშორისო გამრჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ბლოგის მიხედვით,  რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მწოდებული ინფორმაციას ეფუძნება, 2002 წლიდან დღემდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხა 16 მილიონამდე ლარს შეადგენს.

კონკრეტულად იმერეთის რეგიონში არსებული რამოდენიმე მუნიციპალიტეტიდან, სხვადასხვა წლებში გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა კი  – 552 000 ლარია .

გადამრიცხველთა შორის გამოირჩევა ვანის მუნიციპალიტეტი, რომელმაც  2011-2012 წლებში ადგილობრივ ეპარქიას 280 000 ლარი გამოუყო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა  მიმდინარე წელს– 90 000 ლარი გაიღო; ხოლო სამტრედიის მუნიპიტალიტეტმა ადგილობრივი ეპარქია 2009 წელს 182 000 ლარით დააფინანსა.

ყველაზე შთამბეჭდავი დახმარება მუნიციპალიტეტებიდან ფოთის ანგარიშზეა. მან 5 მილიონი ლარი ჩაურიცხა ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარ აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა