|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში კომერციული საქმიანობა დაიწყეს

ქუთაისის მერიის შენობაში ამ დროისათვის ე.წ საკვებ აპარატებს ამონტაჟებენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ირინე სახელაშვილის განმარტებით, აღნიშნული აპარატები ამ ეტაპზე პირველ და მესამე სართულებზე განთავსდება. დამატებითი ადგილები კი ამ დროისათვის ცნობილი არაა.

"ეს აპარატი ყველა ნორმალურ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში დგას. ვფიქრობთ, ქუთაისი მერიაში აქამდეც უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს შემოთავაზება ახლა წამოვიდა, რაზეც ქალაქის ხელმძღვანელობა დათანხმდა," – ამბობს ირინე სახელაშვილი.
მისი თქმით, მერიაში განთავსებული საკვები აპარატები ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავე ადამიანებს წახემსებას გაუიოლებთ.
კითხვაზე შეიზღუდება თუ არა მერიის თანამშრომლების შენობიდან გასვლა შესვენების საათებში, სახელაშვილი ამბობს, რომ აპარატების დადგმა ამ საკითხს არ უკავშირდება. 
"ვერავის დავავალდებულებთ აპარატებით სარგებლობას. პირადად მე არ მისარგებლია და არც ვაპირებ,  მაგრამ სასურველი იქნება, თუკი მერიის თანამშრომლებს შესვენების საათებში შენობის დატოვება არ მოუწევთ," – ამბობს სახელაშვილი.
აპარატებში ამ ეტაპზე წვენები, შოკოლადები და ჩიფსებია მოთავსებული. თითოეული მათგანის ღირებულება 1 ლარია. 
კომპანიის ვინაობა, რომელიც ქუთაისის მერიაში აპარატებს ამონტაჟებს, სახელაშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია.
მისი თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა