|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საქალაქო სატრანსპორტო გაჩერებების ნაწილი უქმდება

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გაჩერებების ნაწილი უქმდება. ამის შესახებ newpress.ge-ის ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ნიკა კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძე ამბობს, რომ საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უნდა იყოს.
"ამ დროისთვის არსებული გაჩერებების უმრავლესობა ისეთ ადგილას არის, სადაც მგზავრთა ნაკადი არ იყრის თავს. ამიტომაც, ჩვენი სამსახური გეგმავს გაჩერებების შესწავლას და ამის მიხედვით  მოხდება მათი გაუქმება. შესაძლოა ახალ ადგილებში იყოს ტრანსპორტის გაჩერებები. თუმცა, მათი რაოდენობა მაინც შემცირდება", – ამბობს ნიკა კლეპულაძე. მისი თქმით, არსებული ტრანსპორტის გაჩერებების შემცირება მძღოლების მოთხოვნაც არის.
ამ დროისათვის ქალაქში საქალაქო ტრანსპორტის 700–მდე გაჩერებაა.
ტრანსპორტის სამსახური გაჩერებების შემცირებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა