|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მინისტრის მოადგილის მიერ შეპირებული სამუშაოებიდან დევნილები გამოყარეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის #58 – ში, ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობაში მცხოვრებ დევნილებს, შეპირებულ სამუშაოებზე აღარ ასაქმებენ. დევნილების განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოზე დასაქმების იმედით მისვლისას, ობიექტიდან გამოყარეს.   

როგორც დევნილები ამბობენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებას, მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, რამდენიმე დღის წინ დაჰპირდა.  დევნილების განცხადებით, ისინი თავს მოტყუებულად თვლიან. 

„გასულ კვირას, ჩვენთან იყო მოსული მინისტრის მოადგილე და გვითხრა, რომ სამუშაოების დაწყებისთანავე, აქ მყოფი დევნილების 60 % დასაქმდებოდა. შედგენილი იყო სიებიც. თუმცა დღეს დაიწყეს უკვე სამუშაოები მშენებლებმა, მაგრამ მათ ჩვენი ბიჭები სამუშაოდ არ შეუშვეს და გამოყარეს. ვეღარ გავიგეთ, მინისტრის მოადგილის შეპირებაც ტყუილი აღმოჩნდა, თუ რაშია საქმე?"– ამბობს ამბობს ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში მცხოვრები დევნილი, ნონა ხვადაგიანი.

მისივე თქმით, სამუშაოების მწარმოებლებმა განუცხადეს, რომ მათთვის არავის დაუვალებია, დევნილების მშენებლობის პროცესში ჩართვა.

ქუთაისში, ჭავჭავაძის #58 – ში, ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობაში, დევნილთათვის გადასაცემი ბინების სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს  დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს. რეაბილიტირებული ბინები კი დევნილებს უნდა გადაეცეს. 


ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა