|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს თავმჯდომარე – ქუთაისის მერს უფლება ჰქონდა ესარგებლა შვებულებით

ამ წუთებში, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, "ნაციონალმა" დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ქალაქის მერის შვებულებაში გასვლის მიზეზების ახსნა მოსთხოვეს.

საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი მცირე, ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა. მისი განცხადებით, ქალაქის მერს უფლება ჰქონდა ესარგებლა შვებულებით და ეს საკითხი თავად დიმიტრი კოპალიანის გადასაწყვეტი იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ. თუმცა, დიმიტრი კოპალიანი გუშინ საღამოს შვებულებაში გავიდა. მერის მოვალეობას 11 სექტემბრამდე ვიცე–მერი, კოტე ლომიძე შეასრულებს.



ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა