|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალი“ დეპუტატი – ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ქუთაისი ფეხებზე ჰკიდია

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალ“ დეპუტატების ქალაქის მერის შვებულებაში გასვლას ეხმაურებიან.

„ნაციონალი“ დეპუტატის, დავი გოგისვანიძის განცხადებით, ქალაქის მერისგან მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.  მისივე თქმით, ქუთაისის მერი, დიმიტრ კოპლიანი კოალიცია "ქარული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატია, თუმცა კოალიციას ქუთაისი ფეხებზე კიდია.

"ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ქუთაისი ფეხებზე ჰკიდია. პრემიერ მინიტრი არც ერთხელ რ ჩამოს ქუთაისში და არ დაინტერესებულა ქალაქის მდგომაროებით. ის რაც დღეს ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ოცნების წევრებს ეკისრებათ. დროა გამოფხიზლდნენ და ქუთაისისთვს მოიცალონ. ეს უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ალაქის  მერის გადაყენება არგადაყენების საკიხი," – აცხადებს დავით გოგისვანიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ. თუმცა, დიმიტრი კოპალიანი გუშინ საღამოს შვებულებაში გავიდა. მერის მოვალეობას 11 სექტემბრამდე ვიცე–მერი, კოტე ლომიძე შეასრულებს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა