„ნაციონალი“ დეპუტატი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერაბიშვილის მხარდასაჭერი პლაკატით მივიდა
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე
დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სპეციურად დამზადებული პლაკატით გამოცხადდა, რომელზედაც წერია: „თავისუფლება ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას“.
გოქაძე ამ ფორმით დღეს ქუთაისში შსს სამინიტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მობილიზებული
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ხილვა გამაღიზიარებელია.
გოქაძის განცხადებით, სისტემა, რომლითაც მინისტრი ღაირიბაშვილი
თავს იწონებს, მერაბიშვილის შექმნილია, ის კი ახლა ციხეში ზის.
„დღეს, როცა დავინახე საპატრულო ეკიპაჟები ქალაქის ცენტრში,
გავღიზიანდი. რადგან არავის ახსოვს ვინ შექმნა საპატრულო პოლიციის სისტემა. ეს არის
ადამიანი, რომელიც დღესდღეობი დაჭერილია. ამიტომ, ვიდრე საკრებულოში ვიქნები, ყოველთვის ეს პლაკატი
მექნება სამუშაო მაგიდაზე,“ – განაცხადა გია გოქაძე.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის საპატრულო პოლიციას შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 25 ერთეულ ახალ ავტომანქანას გადასცემს. ტექნიკის გადაცემა, დღეს 15:00 სათზე არის დაგეგმილი.
ავტორი: ანა ჯანაშია