|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი აიძულეს შვებულებაში გასულიყო – მრავალშვილიანი დედები აქციებით იმუქრებიან

ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები ქალაქის მერის მხარდასაჭერად გამოდიან და აცხადებენ, რომ დიმიტრი კპალიანის გადაყენების შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

ქუთაისში მცხოვრები, მრავალშივლიანი დედის, მარინა დახუნდარიძის განცხადებით, ქუთაისის მერი აიძულეს შვებულებაში გასულიყო.

„მთელი ღამე ქუთაისის მერიასთნა ვიყავი და ვიცი, რომ ქალაქის მერი აიძულეს შვებულებაში წასულიყო. მოვუწოდებ ყველას, აცადონ დიმიტრი კოპალიანს მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალშვილიანი დედები ფეხზე დავდგებით, აქციებს გავმართვათ და ნურავის ეგონება ეს ხუმრობა,“ – განაცხადა მარინა დახუნდარიძემ დღეს, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ. თუმცა, დიმიტრი კოპალიანი გუშინ საღამოს შვებულებაში გავიდა. მერის მოვალეობას 11 სექტემბრამდე ვიცე–მერი, კოტე ლომიძე შეასრულებს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა