ირაკლი ღარიბაშვილი - წარმატებით ვმუშაობთ
შსს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში საპარტულო პოლიციას 25 ახალი, "შკოდას" მარკის ავტომანქანა გადასცა. ტექნიკის და სპეციალური ფორმების გადაცემისას ღარიბაშვილმა ქუთაისის საპარტულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„ვმუშაობთ იმისათვის, რომ სამინისტრო ახალი ტექნიკით აღვჭურვოთ. ჩვენ აღებულ პასუხისგმებლობას წარმატებით ვასრულებთ. ამაზე მეტყველებს ჩვენი ყოველი სამუშაო დღე. ამ საკითხზე სპეკულირება აზრს მოკლებულია,“ – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შსს–მ საპატრულო პოლიციის რებრენდინგი საქართველოს 4 რეგიონში უკვე განახორციელა. საპატრულო ეკიპაჟები ქუთაისიდან ხონის და წაყლტუბოს მიმართულებით დაიწყებენ მოძარაობას, რისთვისაც მათ 14 საპარტულო მანქანა მოემსახურებათ.
ღარიბაშვილმა ქუთაისში ჩამოსვლამდე ზეტაფონში შსს განყოფილების ახალი შენობა დაათვალიერა.
ავტორი: თეკლა მორგოშია