|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ყოფილი მერის შვილი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ქუთაისში, საფიჩხიის უბანში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი,სავარაუდოდ, ქუთაისის ყოფილი მერის, ნუგზარ შამუგიას შვილი, პაპუნა შამუგიაა.

აღნიშნულს, შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველი ადასტურებს. რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

თვითმხილველი Newpress.ge -  თან საუბარში აცხადებს, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

„ბიჭები საქმის გასარჩევად იყვნენ საფიჩხიის სასაფლაოზე ასული. მათი საუბარი შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. პაპუნამ კი სახლიდან იარაღი გამოიტანა და ლუკას ესროლა,“ – ამბობს თვითმხილველი. 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერზეა ნათქვამი – „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1993 წელს დაბადებული პაპუნა შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აგვისტოს, გვიან ღამით, ქუთაისში წმინდა სამების სახელობის სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა \"მაკაროვის\" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით მუცლისა და ბარძაყის არეში სხეულის დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ლუკა კუბლაშვილს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.\" 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა