|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ დიდი ოდენობით „ბიომარიხუანა“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული  საგამოძიებო  ღონისძიებების  შედეგად, 1960  წელს  დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე და თბილისში  მცხოვრები, წარსულში  ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული პირები ნარკოტიკული  საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი,  ავტომანქანის  და  საცხოვრებელი  ბინის  ჩხრეკისას  122 პატარა და 1 დიდ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სულ  ამოღებულია 226 გრამი ნარკოტიკული საშუალება ე. წ. ,,ბიომარიხუანა“.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აღნიშნული ნარკოტიკი სომხეთის რესპუბლიკიდან  შემოიტანეს.

ნარკოლოგიური  შემოწმებით  ორივე   ბრალდებულს ,,ბიომარიხუანა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა