|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართულ ოცნებას“ ქუთაისში აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ფართი შესთავაზეს

„ქართულ ოცნებას“, 7 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი აქციის გასამართად, მერიამ უარი უთხრა. თუმცა, ალტერნატიული ფართი შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში ოფიციალური კომენტარი დღეს გააკეთეს.

„1ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე და ქალაქის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე სახელოვნებო ფესტივალის „Art ივნისის“ ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა საშემსრულებლო ჯგუფებისა და იდივიდუალური შემსრულებლების კონცერტები. მათ შორის, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების აღსაზრდელთა მონაწილეობით, რაც რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული მანიფესტაციის მონაწილეთა შეკრება დაგეგმილია იმავე დროს და იმავე ადგილზე, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართს. მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ჩატარება შეუძლიათ აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ – აცხადებს ქუთაისის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე.

მანიფესტაციის ატერნატიულ ადგილას – ბალახვანში (ასსაფეხურიან კიბეებთან) ჩატარების თაობაზე, მერიამ წერილობითი პასუხი კოალიციას უკვე გაუგზავნა.

„ქართულმა ოცნებმა“ ქუთაისის  ცენტრალურ მოედანზე გასამართი აქციისთვის ნებართვის მისაღებად მერიას 28 მაისს მიმართა, თუმცა საპასუხოდ უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ იმავე დღეს ქუთაისში გრანდიოზული კონცერტი იყო დაგეგმილი. კოალიცამ  ქუთაისის თვითმმართველობას საპასუხო წერილით გუშინ კვლავ მიმართა, რომლითაც 7 ივნისს, ცენტრალურ მოედანზე ხალხმრავალი მანიფესტაციის ჩატარებას ითხოვდნენ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა