|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის უნდათ“

ქუთაისის მოსწავლე–ახლაგაზრდობის სასახლის დირექტორს მიხეილ ფხაკაძეს, დაკავებული თანამდებობის დატოვების მიზნით, ქუთაისის სამუსიკო სკოლების აიპ გაერთიანებაში გადასვლა შესთავზეს. ამის შესახებ განცხადებას თავად ფხაკაძე აკეთებს. მისი განმარტებით, ახალი სამსახური ზემოთ აღნიშნული აიპ გაერთიანების ხელმძღვენელმა, ლადო პატარიძემ შესთავაზა.
"დამიბარა პატარიძემ და შემომთავაზა აიპ გაერთიანებაში თანამდებობა, რაზეც მე უარი ვუთხარი. რადგან, ახალ სამსახურში გადასვლის შემდეგ, სასახლის დირექტორის პოსტის ავტომატურად დატოვება მომიწევდა. მათ სწორედ ეს უნდათ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ მოსწავლე–ახალგზარდობის სასახლე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ", – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ ფხაკაძემ.
მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ მოიაზრება, დაკავებული თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, მოსაწავლე–ახალგაზროდბის სასახლის დირექტორის პოსტზ. 

მიხეილ ფხაკაე მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექოტრად 2011 წლის თებერვალში დაინიშნა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა