განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოებს საჩუქრად ყველა კლასის მოსწავლეს გადასცემს
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სასკოლო სახელმძღვანელოები აღარ გაიყიდება. რადგან, სამინისტრო
ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების
მოსწავლეებს პირველი და მე–12–კლასის ჩათვლით, წიგნების საჩუქრად გადასცემს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, სამინისტროსგან საჩუქრად წიგნებს
კერძო სკოლების ის მოსწავლეებიც მიიღებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველები ოჯახის,
მრავალშვილიანი დედების და ასევე, 2008 წლის
აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები
არიან.
ქვეყნის მასშტაბით, სულ 2 084 საჯარო სკოლაა, სადაც 650 000 მოსწავლე სწავლობს. ქუთაისში 38 საჯარო და 18 კერძო სკოლაა. საჯარო და კერძო
სკოლებში, 26 852 მოსწავლე სწავლობს.
საქართველოში საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს
განახლდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია