ანონსი: ტერიტორია, რომელზეც სტრასბურგში დაობენ, ქუთაისის მერიამ გაასხვისა [Photo]
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ჭავჭავაძის გამზირზე სადაო მიწის ნაკვეთი გაასხვისა. ტერიტორიისთვის დავას სტრასბურგის ევროპული სასამართლო განიხილავს. ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორია 45 წლის ვადით შპს „იბერიის ვარსკვლავს“ გადაეცა. უნივერმაღის მფლობელმა სტრასბურგის სასამართლოს 2008 წელს მიმართა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა 2009 წლის 5 თებერვალს დაიწყო. საქმის მიმდინარეობას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უწევს მეთვალყურეობას. როგორ და რა პირობებით გადაეცა „იბერიის ვარსკვლავს“ სადაო ტერიტორია, რას განცხადებებს ეკეთებენ კომპანიის მფლობელები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, და როგორია უნივერმაღის მფლობელების პოზიცია? – იხილეთ სტატია "ახალი გაზეთის" ხვალინდელ ნომერში.
"ახალი გაზეთის" ხვალინდელ ნომერში, თქვენ ასევე, შეგიძლიათ ნახოთ:
– ნაგავსაყრელი საძოვრებზე – ქუთაისთან
ახლოს პირუტყვი იხოცება
– ინტერვიუ: გიორგი მარველაშვილი – ჩემი
ამბიციაა 5 წლის განმავლობაში ვემსახურო საქართველოს სამომრჩეველს
– ჟურნალისტური გამოძიება: საპატრიარქოს
კომერციული საქმიანობა კერძო კომპანიებისა და სულიერების სახელით
– საავტორო სვეტი: საქართველო ბორბლებზე
ავტორი: ნიუპრესი