„ქართული ოცნების“ ქუთაისში გასამართი აქციის დეტალები დღის ბოლომდე გაირკვევა
დათანხმდება თუ
არა „ქართული ოცნება“ ქუთაისში აქციის გასამართად მერიის მიერ შეთავაზებულ ატრენატიულ
ფართს, ამ დროისთვის უცნობია. ასევე, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია,
რომ შესაძლოა კოალიცამ 7 ივნისს, ქუთაიში დაგეგმილი
აქცია სხვა დროისთვის გადადოს.
კოალიციის ქუთაისის
ოფისში აცხადებენ, რომ ამ წუთებში ეს საკითხები თბილისში წყდება. გადაწყვეტილება დღეს
დაახლოებით 18:00 საათისთვის იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ
„ქართულ ოცნებას“, 7 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი აქციის გასამართად, ქუთაისის მერიამ უარი უთხრა. თუმცა, ალტერნატიული ფართი შესთავაზა – ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში ოფიციალური კომენტარი დღეს გააკეთეს. მერიაში აცხადებენ, რომ 1ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ქუთაისში, აღმაშენებლის
მოედანზე და ქალაქის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე სახელოვნებო ფესტივალის „Art ივნისის“
ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა საშემსრულებლო ჯგუფებისა და იდივიდუალური შემსრულებლების
კონცერტები.
„ქართულმა ოცნებმა“ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გასამართი აქციისთვის ნებართვის მისაღებად მერიას თავდაპირველად 28 მაისს მიმართა,
თუმცა პასუხად უარი მიიღეს. თვითმმართველობამ საპასუხო წერილი მერიაში გუშინ კვლავ
შეიტანა, რომლიტაც ცენტრალუ მოედანზე ხალხმრავალი მანიფესტაციის ჩატარება მოითხოვეს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე