|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოვაჭრეები – ხელისუფლება ყურადღებას თუ არ მოგვაქცევს, ბიზნესი გაკოტრდება

ქუთაისში სავაჭრო ობიექტებში და ბაზრებში მომუშავე მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნები მათ ამ წუთებში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძესა და ვიცე–მერს, თენგიზ თოფურიძეს შეხვედრაზე წაუყენეს. „ორი წელია ომი გვაქვს იმის თაობაზე, რომ გარევაჭრობა აიკრძალოს. ვის არ მივმართეთ, ადგილობრივ თუ ცენტარულ ხელისფლებას, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამდრომდე არ გადადგმულა. ეს ყველაფერი კი იმ შედეგს მოიტანს, რომ მალე ქუთაისში მცირე, საშუალო და კერძო ბიზნესი გაკოტრდება“, – განაცხადეს შეხვედრაზე მყოფმა მოვაჭრეებმა. მათივე თქმით, თუ კანონი გარევაჭრობას კრძლავს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქმედითი ზომები უნდა მიიღოს. „გაგვარკვიოს ვინმემ, თუ კანონი არსებობს, რატომ არ მოქმედებს. გარემოვაჭრეები ხელს არა მხოლოდ მუშაობაში გვიშლიან, არამედ შეურაცხყოფებზეც გადმოდიან. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც არ გვიცავს“, – აცხადებენ მოვაჭრეები.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა