|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ქუთაისის მერიის შენობის წინ, ამ წუთებში #5 და #20 საავტობუსო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები გაფიცვას მართავენ. მძღოლები მერიის ტრანსპორტის სამსახურის მიერ ახლადდამატებული სამარშრუტო ხაზი გაუქმებას ითხოვენ.

"ხომ უნდა დაგვადგეს საშველი. ერთი კვირის წინ დახმარებას ვთხოვდით მერიას და ამის ნაცვლად, ახალი ხაზი დაგვიმატეს. ვითხოვთ, მერიამ გააუქმოს ახალი ხაზი. დასამატებელი კი არა ჩვენ ძლივს ვარსებობთ," – აღნიშნავს #5 ავტობუსის მძღოლი, დურმიშხან ბაზმანი. 
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ, ახალი ზახის დანიშვნა კანონიერად მოხდა და ამით თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობის მოთხოვდა დააკმაყოფილეს.
"წლების განმავლობაში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები წერეთლის უნივერსიტეტის სრუდენტობა და ლექტორ–მასწავლებლები ითხოვდნენ უნივერსიტეტის მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნას. კანონის დაცვით მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ," – აღნიშნავს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნესტორ კეპულაძე.
კეპულაძის განმარტებით, მერიის სამსახურმა თავდაპირველად უნივერსიტეტის მიმართულებით სვლა–გეზის ათვისება თაბუკაშვილის ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს შესთავაზა. თუმცა, მათ ამ წინადადებაზე მერიას განცხადებით არ მიმართეს. 
ამჯერად, ახალი #57 სამარშრუტო ხაზი შპს "ტრანსსერვისი 2013"–ს ეკუთვნის, რომელიც 2013 წლის 11 ივლისს დაფუძნდა.
გაფიცული მძღოლები აცხადებენ, რომ თუკი მერიის ტრანსპორტის სამსახური მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ხვალიდან მათ ქალაქში დასაქმებული სხვა სატრნსპორტო საშუალების მძღოლებიც შეუერთდებიან.    

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა